„დახავსებული ტაძრის კედლები
წარსულის ჩრდილებს ჰგვანან,
მძაფრ ქარტეხილით ნაიარევნი,
თითქოს დაღლილნიც ჩანან.
მაგრამ საოცარ მადლით მოსილნი,
კვლავ სასოებით დგანან.
ნანგრევებს შორის, ღვთიური სული,
იდუმალ ძალით ფრინავს,
ქვისა და თიხის სარკოფაგებში
წინაპართა ძვლებს სძინავთ,
ეს მოღაღადე ქვათა კედლები
ღვთიური ნათლით ბრწყინავს.“
/ლექსის ავტორი: ნატალია შავაძე /
ყოველწლიურად
აღნიშნული რელიგიური დღესასწაულები, ეკლესიებში მორწმუნეთა მიერ ანთებული სანთლები
და მათ მიერ აღვლენილი ლოცვა ვედრება არის შეხმიანება ღმერთთან, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს,
რომ
,,ჩვენთან არს ღმერთი. “
No comments:
Post a Comment