სვეტიცხოველი

 სვეტიცხოველი

,,სვეტიცხოველი’’  მდებარეობს   ძველი  სოფლის მარკაანის ტერიტორიაზე, დღევანდელი სოფლიდან 2 -3 კმ-ის მანძილზე  ჩრდილოეთით. ეს  ორნავიანი ეკლესია  აშენებულია  VI-VII  საუკუნეებში, იგი არის  8მ  სიგრძისა და 5 მ სიგანის. ეკლესია მთლიანად რიყის ქვითაა  ნაგები. მთავარ დარბაზსა და ჩრდილოეთის  ნავს  არ გააჩნია გადახურვა. ეკლესიას აქვს ორი შესასვლელი : ერთი -სამხრეთიდან, ერთი- დასავლეთიდან. ეკლესია რესტავრირებულია  ვანო გრემელაშვილის მიერ (არქეოლოგი და რესტავრატორი)  1990- იან წლებში. ,,სვეტიცხოვლობა’’ შალაურში ,ისევე როგორც  სრულიად საქართველოში, აღინიშნება 14 ოქტომბერს. მლოცველები მოდიან ეკლესიაში , ანთებენ სანთლებს და ლოცულობენ.

ეს ტაძარი, აშენდა  სვეტიცხოვლის სახელზე. მისი ნამდვილი ფესვები კი არის მცხეთაში, სვეტიცხოვლის მთავარ  ტაძარში. 

 სვეტიცხოვლის აგება  დაფუძნებულია  ქართულ ჰაგიოგრაფიულ  თხზულებაზე, მცხეთელი ელიაზარის შესახებ, რომელიც ესწრებოდა  ქრისტეს ჯვარცმას იერუსალიმში. მან მოახერხა და  ქრისტეს კვართი  ჩამოიტანა მცხეთაში, სადაც ის  შეხვდა თავის და სიდონიას.    

სიდონიამ,რომელიც  მხურვალე მორწმუნე და  მოყვარული იყო იესო ქრისტესი, გულში ჩაიკრა ქრისტეს კვართი და გარდაიცვალა. შეუძლებელი გახდა  სიდონიასთვის კვართის გამორთმევა, ამიტომ იძულებულნი გახდნენ სიდონია კვართთან ერთად დაემარხათ. მის საფლავზე ამოვიდა კედარი,რომლის ფერადი და სურნელოვანი ყვავილები ყვაოდა ზამთარ- ზაფხულ.


 ახ.წ.აღ. 317  წელს  ქართველებმა მიიღეს  ქრისტიანობა  კაბადოკიელი მისიონერის წმინდა ნინოს უდიდესი ძალისხმევით,როდესაც მეფემ ჰკითხა  წმინდა ნინოს,  სად აეშენებინა  უფლის სახლი, მან მიუთითა  სიდონიას საფლავისაკენ და უპასუხა: ,,იქ, სადაც არის  ყველაზე მტკიცე რწმენა უზენაესის “. კედარი  წააქციეს და მისგან   შვიდი საყრდენი  სვეტი დაამზადეს ტაძრისათვის. ამრიგად, საწყისი  სვეტიცხოვლის ტაძრის  აშენდა მაშინ. 

გასაოცრად, შალაურის სვეტიცხოვლის ტაძრის აღმოსავლეთ კედლის ერთ -ერთ ქვაზე გამოსახულია  ადამიანის სახე. ყველაზე გასაოცარი ფაქტი კი ის  არის , რომ ამ ქვის ირგვლივ   უმშვენიერესი ლურჯი იები ყვავის.





No comments:

Post a Comment