წმინდა ბარბარეს ეკლესია და ბარბარობის ტრადიციები შალაურში


წმინდა ბარბარეს ეკლესია

წმინდა ბარბარეს ეკლესია მდებარეობს სოფლიდან დაახლოებით 3-4 კმ-ის მოშორებით, ტყესთან ახლოს. სპეციალისტთა აზრით, იგი გვიანი ფეოდალური ხანისაა. ეკლესიის სიგრძე 7 მ , ხოლო სიგანე 5მ. ნაგებია რიყის ქვით, კირის დუღაბზე. იგი გადახურულია ორკალთიანი კრამიტის სახურავით. ეკლესია განათებულია მხოლოდ საკურთხევლის ერთი ფართე სარკმლით, დასავლეთით, ერთი კარის ღიობია. ეკლესია რესტავრირებულია 1999 წელს.





სოფლის მოსახლეობა და ქართული მართმადიდებლური ეკლესია ბარბარობასაღნიშნავს 17 დეკემერს, ამ დღეს ოჯახები მოდიან ეკლესიაში, ანთებენ სანთელს და ლოცულობენ. მათ მოაქვთ ტრადიციული საკვები „ლობიანი“, რომელიც სპეციალურად ამ დღესასწაულისთვის ცხვება და მიირთმევენ ტაძრის გარეთ, ეზოში. ხალხს სჯერა, რომ წმინდა ბარბარე არის მფარველი დედების და ბავშვების და ის ასევე მკურნალია მხედველობის პრობლემების.


 ამბობენ, რომ ამ ტაძარში უამრავი სასწაული ხდებოდა, როგორც ერთი მოხუცი იხსენებს თავისი ბებიის მონათხრობს: „ერთ დღეს, ბარბარობის წინა ღამეს, სოფლის მკვიდრნი მოვიდნენ ეკლესიაში ოჯახებთან ერთად ცხენებით და ეტლებით. ღამით მოულოდნელად ტაძრის სარკმლიდან საოცარი ნათელი გამოვიდა და გაანათა მთელი ტერიტორია. ყველამ დაიჩოქა მიწაზე და ილოცა. ბევრი ხალხი განიკურნა სხვადასხვა დაავადებებისგან იმ დღეს“.
























                                               წმინდა ბარბარეს ეკლესია. მხატვარი ანი ნადირაძე


ბარბარობის ტრადიციები

წმინდა ბარბარე არის ქართველების ერთ - ერთი საყვარელი წმინდანი და მისი სახელობის მრავალი ეკლესიაა აშენებული.
 ბარბარობა საქართველოში აღინიშნება მე-9 საუკუნიდან. ბარბარობის დღესასწაულზე  ლობიანის გამოცხობა ძველი ქართული ტრადიციაა. ყოველ წელს 17 დეკემბერს, ქართველები აცხობენ ლობიანებს წმინდა ბარბარეს პატივსაცემად.


                                                                                                                                            
17 დეკემბერი ასევე არის მიჩნეული, როგორც „ბედობის“ დღე საქართველოში. ამ ტრადიციის მიხედვით ეს დღე, როგორც ჩაივლის, მომდევნო წელიც ასეთივე იქნება.
ასევე ქართველებს სჯერათ, რომ პირველი ადამიანი, ვინც ესტუმრებათ მათ სახლში ბარბარობას,გავლენას მოახდენს ოჯახის იღბალზე მომდევნო წელს. საქართველოში პირველი ადამიანს, რომელიც მივა ოჯახში ამ წმინდა დღის დადგომისთანავე, „მეკვლეს“ ეძახიან.

წმინდა ბარბარე დაიბადა მე-3 საუკუნეში ბერძნულ ქალაქ ჰელიოპოლისში, სირიაში, დღევანდელი მონაცემებით ლიბანში. ის იყო მდიდარი წარმართი დიოსკურიუსის ქალიშვილი. მას შემდეგ რაც წმინდა ბარბარემ ქრისტიანობა მიიღო,იგი აწამეს და თავი მოკვეთეს, თავისი მამის ბრძანებით. წმინდა ბარბარე მიჩნეულია ბავშვების და ორსულების მფარველად.

No comments:

Post a Comment